შალვა კიკნაველიძემ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგინა

08 დეკემბერი, 2025

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, შალვა კიკნაველიძემ, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მოსახლეობას ჰიდროელექტროსადგურების - „ფარავანი ჰესი 1“ და „ფარავანი ჰესი 2“ - მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საბოლოო ანგარიში წარუდგინა.

კორპორაცია მდინარე ფარავანზე ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმილი მშენებლობის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას განაგრძობს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტების სამ სოფელში - ხორენიაში, ეშტიასა და ჯიგრაშენში უკვე მეორედ გამართული შეხვედრებიც. მათ წინ, მაისში, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (სკოპინგის) შუალედური ანგარიშის საჯარო განხილვები უძღოდათ.

ჰიდროელექტროსადგურების სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა და თითოეული ეტაპის შესახებ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაციას აწვდის.

შალვა კიკნაველიძემ, შეხვედრებზე, მშენებლობისა და მისი მნიშვნელობის შესახებ დეტალურად ისაუბრა და მოსახლეობის კითხვებს უპასუხა.

კორპორაციის მიერ პროექტის განხორციელებით მდინარე ფარავანზ ...

გაიგეთ მეტი

სხვა სიახლეები

1 GEL = 2.6996 USD