საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მეორადი მილების სარეალიზაციოდ ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა
28 აპრილი, 2026
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ აუქციონზე სარეალიზაციოდ მის საკუთრებაში არსებული მეორადი მილები განათავსა.
აუქციონზე წარმოდგენილია განსხვავებული ზომის, ჯამში 5 210 000 ლარამდე ღირებულების მილები.
სარეალიზაციო ქონებაზე საბანკო გარანტიის ოდენობა განსაზღვრულია შესაბამისი ლოტის საწყისი ფასის 10%-ით, ხოლო ბიჯის ოდენობა შეადგენს საწყისი ფასის 2%-ს.
სარეალიზაციო მილები განთავსებულია ლილოს, საგურამოსა და ლანჩხუთის საწყობებში.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. აუქციონი 2026 წლის 8 მაისიდან 22 მაისის ჩათვლით გაიმართება.