წარმატების საფუძვლები

კორპორაციის კორპორატიული მმართველობის სისტემა მიმართულია მის ეფექტურ მართვაზე და ინვესტორებთან, აქციონერებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან სანდო და საიმედო ურთიერთობების დამყარებაზე, შენარჩუნებასა და  განვითარებაზე, რაც ზრდის კორპორაციის საინვესტიციო მიმზიდველობას.

დაინტერესებული მხარეები
კორპორაციის დაინტერესებულ მხარეებში მოიაზრება ყველა პირი, რომელსაც აქვს დაინტერესება კორპორაციის საქმიანობაში. კორპორაციის ძირითადი დაინტერესებული მხარეები არიან:

აქციონერები, საკრედიტო ორგანიზაციები, ინვესტორები - კორპორაცია აქტიურად მუშაობს დასახული ფინანსური მიზნების მისაღწევად და აქტიურად ცვლის ინფორმაციას დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მათ უფრო სრული და დეტალური ინფორმაცია ჰქონდეთ კორპორაციაში არსებულ პროცესებთან და ფინანსურ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

თანამშრომლები - კორპორაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების მუშაობის პირობების გაუმჯობესებაზე და მათ განვითარებაზე, რათა კონკურენტუნარიანი კადრების შექმნისთვის.

ბიზნეს პარტნიორები - კორპორაცია აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან და ახორციელებს უწყვეტ კონტროლს ხელშეკრულებების პირობებისა, რომლებიც უნდა იყოს ადგილობრივი და
საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში, უწყვეტი და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

სახელმწიფო ორგანოები - კორპორაცია ახორციელებს საქმიანობას კანონმდებლობის ფარგლებში და დროულად წარუდგენს ყველა საჭირო ინფორმაციას შესაბამის ორგანოებს. 

საზოგადოება - კორპორაცია წარმოადგენს საზოგადოების დაინტერესების ობიექტს, რადგან ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ენერგოსექტორისთვის. კორპორაცია ცდილობს თავისი საქმიანობა წარმართოს მაქსიმალურად გამჭვირვალედ და დააკმაყოფილოს საზოგადოების ინტერესი მის მიმართ.

სამეთვალყურეო საბჭო


კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭო შედგება შემდეგი წევრებისგან:

  • სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე  - ვაჟა ხიდაშელი;

  • სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე - გიორგი ჩაჩიბაია;

  • სამეთვალყურეო საბჭოს წევრი- თეიმურაზ ქურხული.





დირექტორთა საბჭო

სს ”საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის” აღმასრულებელ ორგანოს წარმოადგენს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება ხუთი წევრისგან. საბჭოს თავმჯდომარეა გენერალური დირექტორი. საბჭოს თითოეულ წევრი თანამდებობაზე ინიშნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ.

კორპორაციის მმართველობა ხორციელდება დირექტორთა საბჭოს მეშვეობით ან დამოუკიდებლად გენერალური დირექტორის მიერ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის, საზოგადოების წესდებისა და დირექტორთა საბჭოს შინაგანაწესის შესაბამისად.

კორპორაციის დირექტორთა საბჭოს შემადგენლობა არის შემდეგი:
  • - გენერალური დირექტორი;
  • - დირექტორი კომერციულ საკითხებში;
  • - დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში;
  • - დირექტორი ტექნიკურ საკითხებში.