ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ქალაქ თელავში აღნიშნა
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, სხვა ენერგეტიკულ კომპანიებთან ერთად, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ქალაქ თელავში აღნიშნა და მოქალაქეებს მთავარ მოედანზე უმასპინძლა.
ღონისძიებისთვის საგანგებოდ მოწყობილ საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იყო ენერგეტიკული კომპანიების მიერ ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ინსტალაციები, მაკეტები და საინფორმაციო სტენდები, შემეცნებითი და გასართობი ზონები ბავშვებისთვის. აღნიშნულ სივრცეში დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ მიეღოთ ინფორმაცია სექტორში არსებულ მიღწევებზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე.
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოდგილეები ინგა ფხალაძე და ვახტანგ ცინცაძე, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე, ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური და სხვადასხვა ენერგეტიკული კომპანიის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელი 26 მაისი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა — დამოუკიდებლობის დღესთან ერთად ქვეყანა უმთავრეს ისტორიულ თარიღს — ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების 1700 წლისთავსაც ზეიმობს.
,,1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.”
ნავთობისა და გაზის კორპორაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!