საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ მეორადი მილების გასაყიდად განმეორებითი აუქციონი გამოაცხადა
სააუქციონო პლატფორმაზე განსხვავებული ზომის მილების 8 ლოტია წარმოდგენილი, რომელთა ჯამური ღირებულება 4 528 000 ლარამდეა.
აუქციონის პირობები უცვლელია - საბანკო გარანტიის ოდენობა შესაბამისი ლოტის საწყისი ფასის 10%-ს შეადგენს, ხოლო ბიჯის ოდენობა განსაზღვრულია საწყისი ფასის 2%-ით.
აუქციონში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. აუქციონი 2026 წლის 23 ივნისიდან 22 ივლისის ჩათვლით გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ კორპორაციამ აღნიშნული ქონების გასხვისების მიზნით პირველი აუქციონი მიმდინარე წლის 8-დან 22 მაისამდე პერიოდში გამართა. პირველად ეტაპზე გამარჯვებული ერთ-ერთ ლოტზე გამოვლინდა, რის შედეგადაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, გასხვისებული ქონების ღირებულებამ კი 696 302 ლარი შეადგინა.
სარეალიზაციო მილები განთავსებულია ლილოს, საგურამოსა და ლანჩხუთის საწყობებში.