კომპანია BP-მ საქართველოში საქმიანობის 30 წლის იუბილე შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა
15 ივნისი, 2026
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს BP-ის რეგიონულმა პრეზიდენტმა აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის მიმართულებით, ჯოვანი კრისტოფოლიმ და კომპანიის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა აიტენ ჰაჯიევამ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნავთობის სახელმწიფო კომპანია SOCAR Midstream Operation LLC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ფარჰან ალიევმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ. მათ გასული სამი ათწლეულის მთავარი მიღწევები, განხორციელებული პროექტები და რეგიონში ენერგეტიკულ თანამშრომლობაში შეტანილი წვლილი მიმოიხილეს.
თავის მხრივ, ეკატერინე სისაურმა ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის. ხაზი გაუსვა კომპანიის მიერ ქვეყანაში დანერგილ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ განვითარებას. აღნიშნა, რომ BP-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. მათ შორის, ბაქო–სუფსის (WREP), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP) წარმატებულმა ოპერირებამ, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფნის, პოზიციების განმტკიცებასა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.
ღონისძიებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.