ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
მემორანდუმს ხელი მოაწერეს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, ეკატერინე სისაურმა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, თამარ წერეთელმა.
მხარეების შეფასებით, აღნიშნული პარტნიორობა ხელს შეუწყობს სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის სტუდენტთა პროფესიული უნარების განვითარებასა და უნივერსიტეტში მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკაში რეალიზებას. ამასთან, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სტუდენტების კარიერული და დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებაზე, შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სექტორში მათი, როგორც კვალიფიციური ახალგაზრდა კადრების მომზადებაზე.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც დაესწრნენ, რომლებიც ამჟამად კორპორაციის სხვადასხვა წამყვან პოზიციებზე წარმატებით მუშაობენ.