კორპორაციის თანამშრომლებმა მზრუნველობის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს საჩუქრები გადასცეს
ინიციატივა, რომელიც კორპორაციის გენერალური დირექტორის, ეკატერინე სისაურის ორგანიზებითა და ჩართულობით განხორციელდა, „ბავშვთა სოფლის“ ბენეფიციარებისათვის სადღესასწაულო განწყობის შექმნასა და მათი საახალწლო სურვილების ასრულებას ემსახურებოდა.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მომავალშიც განაგრძობს სოციალური პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიზნად საზოგადოების მხარდაჭერას, ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობაზე ზრუნვასა და ჰუმანური ღირებულებების პოპულარიზაციას ისახავს.
„SOS ბავშვთა სოფელი“ 1949 წელს დაარსდა და დღეისთვის 136 ქვეყანაში საქმიანობს. საქართველოში ორგანიზაცია 1989 წლიდან ფუნქციონირებს და ქვეყნის ექვს რეგიონში, 1600-ზე მეტი ბენეფიციარის, მათ შორის, სხვადასხვა სირთულის წინაშე მდგარი ბავშვებისა და მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას, მდგომარეობის შემსუბუქებასა და გაძლიერებას ემსახურება.