ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება

ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება კორპორაციის საქმიანობის შედარებით ახალი მიმართულებაა.

კორპორაციამ ელექტროენერგიის წარმოება დაიწყო 2015 წლიდან, როდესაც დასრულდა ქ.გარდაბანში პირველი თბოელექტროსადგურის მშენებლობა და განხორციელდა მისი ექსპლუატაციაში გაშვება.
 
ელექტროენერგიის მიწოდება ხორციელდება საბითუმოდ ენერგორესურსების ბაზარზე არსებული გამანაწილებელი კომპანიებისთვის, როგორიცაა სს თელასი, სს კახეთის ენერგოდისტრიბუცია და სხვა.

თბოელექტროსადგურის ეფექტური და ეფექტიანი ოპერირების გათვალისწინებით, კორპორაციამ განახორციელა ინვესტიციები ქ.გარდაბანში მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობისთვის, რომლის დასრულება და ექსპლუატაციაში მიღება იგეგმება 2019 წლის ბოლოსთვის.





 

ელექტროენერგია