სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია

_international_
სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია არის დივერსიფიცირებული კომპანია, ბიზნეს საქმიანობით, ენერგეტიკის სხვადასხვა სეგმენტში. მას მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში.

კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ის ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეყნის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრების უსაფრთხოებას მათი დივერსიფიცირების მეშვეობით.

სარგებლობს რა ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობით, კორპორაცია მხარს უჭერს ახალი სატრანზიტო მარშრუტების განვითარებას კასპიისა და შავი ზღვის აუზების ენერგეტიკული პოტენციალის სრული ათვისებისთვის და რეგიონალურ/გლობალურ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის.

კორპორაცია ამრავალფეროვნებს ბიზნეს საქმიანობას, ყურადღებას ამახვილებს კონკურენტუნარიანობაზე ერთიანი ლიბერალიზებული ბაზრის პირობებში, ნერგავს თანამედროვე მენეჯმენტის უნარ-ჩვევებსა და ხარისხის კონტროლის/ხარისხის უზრუნველყოფის ღონისძიებებს.

  • ისტორია

    კორპორაცია დაარსდა 2006 წლის 21 მარტს, როგორც სახელმწიფოს 100%-იან საკუთრებაში მყოფი საწარმო, საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემდეგი სამი კომპანიის ბაზაზე: სს საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია, სს საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაცია და “საქნავთობი“
    2011 წლიდან კორპორაციამ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდა სააქციო საზოგადოება.
    სახელწოდებიდან გამომდინარე სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს გაზის და ნავთობის ტრანსპორტირება/მიწოდება/მოპოვება.
    წილობრივი ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სახელმწიფო წილი ნავთობის და გაზის განკარგვა და მასთან დაკავშირებული მომზადების, შენახვის, ტრანსპორტირების და რეალიზაციის ოპერაციების წარმოება;
    საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენებისა და ნავთობსადენების ექსპლუატაცია, მათი რეაბილიტაცია და ახლით შეცვლა. ახალი მაგისტრალური მილსადენების დაპროექტება და მშენებლობა; სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნა, განვითარება და ოპერირება;
    კასპიის ზღვის აუზის, ასევე სხვა წარმოშობის მქონე ნავთობისა და გაზის საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალური მილსადენებით ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული პროექტების განხორციელება;
    2011 წლისათვის საქართველოს მაგისტრალური გაზსადენის სისტემა ძირითადად 9 გაზსადენს მოიცავდა. მათ შორის, ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია, ყაზახ-საგურამო, ყარადაღ-თბილისი, ვლადიკავკაზ-თბილისი, საგურამო-ქუთაისი, ქუთაისი-სოხუმი, რუსთავი-თელავი-ჟინვალი, წითელი ხიდი-წალკა-ალასტანი, გომი-ხაშური-ბაკურიანი და აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენი.
    კორპორაცია აქტიურად ვითარდება და აფართოებს საქმიანობის მიმართულებებს, ისეთებს როგორიცაა ელექტროენერგიის წარმოება/მიწოდება და აგრეთვე ახორციელებს ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის წყაროებში (ქარის ელექტროსადგური).
    2012 წლის ზაფხულიდან სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 100%-იანი წილის მფლობელი არის სს საპარტნიორო ფონდი, რომელიც თავის მხრივ დაფუძნებულია სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით.
    საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მართვას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.


  • მისია

    კორპორაციის უმთავრესი პრიორიტეტები და მიზნებია ეფექტური მენეჯმენტის მეშვეობით კორპორაციის ფინანსური მაჩვენებლების მაქსიმალური ზრდა, ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საქართველოში ნავთობისა და გაზის სექტორის განვითარებაში აქტიური მონაწილეობის მიღება.
  • სტრატეგიული მიზნები

    ენერგორესურსების ინდუსტრიაში მიმდინარე ცვლილებები, ბაზრის დინამიკა და ალტერნატიული ენერგიის წყაროებზე გაზრდილი მოთხოვნა მომავალი გამოწვევების წინაშე აყენებს ამ ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებს, რომელთა შორის არის კორპორაცია. იმის გათვალისწინებით, რომ კორპორაცია წარმოადგენს საქართველოს ენერგოსექტორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან კომპანიას, ჩვენი უმთავრესი მიზანია ტრანსპორტირების შიდა ქსელის განვითარება/განახლება ბუნებრივი გაზის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფისთვის და სხვა ენერგორესურსების წარმოება/მიწოდება, რომლებსაც აქვთ დაბალი ნახშირბადის გამონაბოლქვი.

ვიდეომიმოხილვა

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ მიმდინარე და განხორციელებული პროექტები

კორპორატიული მმართველობა

გაიგეთ მეტი

შვილობილი კომპანიები

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას ჰყავს შვილობილი კომპანიები, რომელთა მეშვეობით კორპორაცია ახორციელებს თავის საქმიანობას.

შპს გარდაბნის თბოსადგური დაფუძნდა 2012 წელს და ახორციელებს ქ.გარდაბანში მდებარე თბოელექტროსადგურის ოპერირებას.

შპს გარდაბნის თბოსადგური 2 დაფუძნდა 2016 წელს და ახორციელებს ქ.გარდაბანში მეორე თბოელექტროსადგურის მშენებლობას (მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში შეყვანა იგეგმება 2019 წლის ბოლოს-2020 წლის ზამთრის სეზონისათვის) და შემდგომ ოპერირებას.

შპს საქართველოს გაზსაცავის კომპანია დაფუძნდა 2018 წლის ოქტომბერში საქართველოში პირველი მიწისქვეშა გაზსაცავის მშენებლობის პროექტის ფარგლებში.





გაიგეთ მეტი

ასოცირებული კომპანიები

სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ინდუსტრიაში ჩართულ სხვა კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან კოოპერირებით ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისათვის მნიშვნელოვან პროექტებს.

ამ მიზნით, პროექტის მონაწილე მხარეების მიერ ხდება მოკავშირე კომპანიების დაფუძნება, რომელშიც კორპორაციას აქვს წილობრივი მონაწილეობა.

შპს ენგურის ჰიდრომააკუმულირებელი სადგური დაფუძნდა 2018 წლის ივნისში ჰიდრომააკუმულირებელი სადგურის პროექტის განხორციელების ფარგლებში.

გაიგეთ მეტი