ეკატერინე სისაურმა ათენში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, ინგა ფხალაძესა და აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოქმედ თანაშემწეს საერთაშორისო ურთიერთობებში, ტომი ჯოისს შორის შედგა და მასზე ორი ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე პროცესები იქნა განხილული.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ - ის პოტენციურ თანამშრომლობასა და მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში ხორციელდება, ან დაგეგმილია.
მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონში ენერგეტიკული პროექტების მიმართულებით სანდო პარტნიორის როლს, რომელიც სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული რესურსების ევროკავშირის ბაზრებზე ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. აქვე აღინიშნა ქვეყნის მონაწილეობის მნიშვნელობა მწვანე ენერგეტიკული დერეფნის განვითარების საქმეში.
შეხვედრის დასასრულს ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის გაგრძელებისა ...