ახალქალაქის რაიონი ბუნებრივ გაზს მაღალი წნევით მიიღებს

22 იანვარი, 2018
ახალქალაქის რაიონი ბუნებრივ გაზს მაღალი წნევით მიიღებს. ამის შესაძლებლობას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის მიერ, მაღალი წნევის გაზსადენის 6 კმ-იანი სიგრძის მონაკვეთზე ჩატარებული სამუშაოები იძლევა.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ბუნებრივ გაზზე გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად დღის წესრიგში დადგა, გაზის მოცულობების გაზრდა, რაც შეუძლებელი იყო არსებული მილსადენით.

კორპორაციამ მაღალი წნევის გაზსადენის “წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ ახალქალაქის განშტოებაზე, პოლიეთილენის 300 მმ-იან მილები, ლითონის იგივე დიამეტრის მილებით ჩაანაცვლა, რაც ახალქალაქისათვის ცივი ზამთრის პერიოდში გაზის მაღალი წნევით მიწოდებას უზრუნველყოფს.

გაზსადენზე ამჟამად წნევის ტესტირებითი სამუშაოები მიმდინარეობს. უახლოეს მომავალში კი, მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრითი სამუშაოები განხორციელდება.

6 კმ-იანი, 300 მმ დიამეტრის სიგრძის მილსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა ქართულმა კომპანია შპს „რაპიდ ინჯინიირინგ & კონსტრაკშენ“-მა განახორციელა.