გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსის მონაწილეები სტუმრობდნენ

28 აპრილი, 2017
28 აპრილს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, შვილობილ გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოში პირველი რეგიონალური ენერგოუსაფრთხოების კურსის მონაწილეები სტუმრობდნენ. კურსის მიზანი ამიერკავკასიის რეგიონში ენერგო-უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლება და ენერგო უსაფრთხოების სფეროში ნატო-ს როლის განსაზღვრაა.
გარდაბნის თბოსადგური, როგორც საქართველოს ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი აღნიშნული კურსის ფარგლებში გასაცნობ სტრატეგიულ ინფრასტრუქტურათაგან ერთ-ერთია.
კურსის მონაწილეებს თბოსადგურის დირექტორმა უმასპინძლა, რომელმაც გააცნო სადგურის ინფრასტრუქტურა და მუშაობის სპეციფიკა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა გარდაბნის თბოსადგურის, როგორც მნიშნელოვანი სტრატეგიული ობიექტის დაცვისა და უსაფრთხოების ზომებს. მიმდინარე კურსი ნატოს-ს ენერგოუსაფრთხოების ცენტრის, აშშ-ს Naval Postgraduate School-ის და სსიპ სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტას“-ს თანამშრომლობის შედეგად არის დაგეგმილი, რომელიც 24 დან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობს