ნავთობისა და გაზის კორპორაცია რევაზ თევზაძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

02 მარტი, 2021
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს თანამედროვე ნავთობის ინდუსტრიის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი სამეურნეო მოღვაწე და პედაგოგი, პროფესორი რევაზ თევზაძე.

ბატონი რევაზი იყო მაღალი კომპეტენციის პროფესიონალი, რომელმაც თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი საქართველოს წიაღისეული რესურსების ძებნა-ძიებისა და ათვისების საქმიანობას მიუძღვნა. 1955 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, 1964 წელს კი ასპირანტურის დამთავრების შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა ,,კავკასიის ფერადი ლითონების ძიების“, ,,საქნახშირი-მადნეულ-ძიებისა“ და ,,საქგეოლოგიის“ სამმართველოს სისტემების გეოლოგიურ-საძიებო პარტიებში. უშუალო მონაწილეობას იღებდა და ხელმძღვანელობდა შაორის ქვანახშირის, მადნეულისა და ფოლადაურის ფერადი ლითონების, კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოების გეოლოგიურ - საძიებო პარტიებსა და კომპლექსურ ექსპედიციებს.

1973 წლიდან ბატონი რევაზ თევზაძე „საქნავთობის“ მმართველად დაინიშნა, რომელსაც იგი 2004 წლამდე ხელმძღვანელობდა. მისი პროფესიონალიზმისა და უნარიანი ხელმძღვანელობის შედეგად ქვეყნის ნავთობის მრეწველობამ ამ პერიოდში არნახულ წარმა ...
გაიგეთ მეტი

სხვა სიახლეები

1 GEL = 3.3268 USD