აღმოსავლეთ‐დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 45 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისთვის მდ. რიონის მიწისქვეშა გადასასვლელის მოწყობა დასრულდა

26 თებერვალი, 2018
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, აღმოსავლეთ‐დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების 45 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის მდინარე რიონის მიწისქვეშა გადასასვლელის მშენებლობა დაასრულა. ამ მიზნით, კორპორაციამ მილის დახრილ მიმართული ბურღვის მეთოდი გამოიყენა. 1100 მეტრის სიგრძის მიწისქვეშა გადასასვლელში 500 მმ დიამეტრის მილმა წარმატებით გაიარა.

ქობულეთის განშტოების პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოხდება განშტოების 45 კმ-იანი ორი მონაკვეთის მშენებლობა აბაშიდან სუფსამდე და ჩოლოქიდან ქობულეთამდე. რაც შეეხება ქობულეთის განშტოების დარჩენილ, სუფსა-ჩოლოქის 15 კმ-იან მონაკვეთს, მისი მშენებლობა წლის ბოლოს დაიწყება.

გაზსადენის მშენებარე ქობულეთის განშტოებამ უნდა უზრუნველყოს აჭარის რეგიონში გაზზე მზარდი მოთხოვნის გარანტირებულად დაკმაყოფილება.

45 კმ-იანი 500 მმ-იანი დიამეტრის მილსადენის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული ქართული კომპანია „კომფორტმშენი“ აწარმოებს.

პროექტის ღირებულება, სამშენებლო მასალების გარეშე, შეადგენს 11. 919.869 ლარს.