"მართე უსაფრთხოდ"

23 აგვისტო, 2018
სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ოცმა თანამშრომელმა წარმატებით გაიარა შრომის უსაფრთხოების ბრიტანული საერთაშორისო კურსი IOSH (INSTITUTION OF OCCUPATIONAL SAFETY AND HEALTH) სახელწოდებით - „მართე უსაფრთხოდ“, რომელიც მოიცავდა შრომის უსაფრთხოების მართვის სისტემების დანერგვას და გაუმჯობესებას საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. კურსის ჩატარება უზრუნველყო შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიამ ,,საფკო'', რომელიც წარმოადგენს IOSH-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში. ტესტირების წარმატებით გავლის საფუძველზე, სნგკ-ს თანამშრომლებს, გადაეცათ ბრიტანული საერთაშორისო სერთიფიცირება IOSH (MANAGING SAFELY), რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის აღიარებული.