შალვა კიკნაველიძე
შალვა კიკნაველიძე დაიბადა 1987 წლის 19 მარტს.
განათლება
2004-2009 - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, ბაკალავრი.
2010-2012 - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, სისხლის სამართლის ფაკულტეტი, მაგისტრი.
2011 - საერთაშორისო ლიდერების პროგრამა, აშშ.
2012 - ახალგაზრდა პოლიტიკოსთა სკოლა, აშშ.
სამუშაო გამოცდილება
2022 წლის 29 ივნისიდან - სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" - დირექტორი ტექნიკურ საკითხებში;
2021-2022 - სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" გენერალური დირექტორის მრჩეველი პროექტების მართვის საკითხებში;
2019-2020 - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
2016-2019 - საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
2016-2020 - საქართველოს პარლამენტის წევრი, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი;
2013-2016 - საქართველოს პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე;
2013-2016 - სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი;
2012-2016 - საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი - „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“;
2009-2012 - კავშირი „ახალგაზრდული ფორუმის“ თავმჯდომარე;
2007-2008 - შპს „ნანსტუდიის“ დირექტორი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
