მარიამ ქვრივიშვილმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური წარუდგინა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებს უწყების ახალი გენერალური დირექტორი, ეკატერინე სისაური წარუდგინა, რომელიც ამ დრომდე ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში კორპორაციის დირექტორის პოსტს იკავებდა.
„უკვე არაერთი წელია, ეკატერინე ამ სისტემაში მუშაობს. დარგის გამოცდილი პროფესიონალია და ნავთობის და გაზის კორპორაციის საქმიანობას დეტალურად იცნობს. თავად კორპორაცია ქვეყნის ენერგეტიკულ სექტორის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, უწყება, მთლიანად მისი გუნდი, კიდევ უფრო წარმატებულად იმუშავებს ახალ ხელმძღვანელთან ერთად“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკატერინე სისაურს ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ნავთობისა და გაზის კორპორაციაში საქმიანობა მან, 2018 წლიდან, ქონების მართვის მიმართულებით დირექტორის პოზიციაზე დაიწყო. 2022 წლის ივნისიდან კი, პოზიციების შერწყმის შედეგად, მისი თანამდებობა განისაზღვრა როგორც დირექტორი ფინანსურ და ქონების მართვის საკითხებში. ამასთან, ეკატერინე სისაური სხვადასხვა დროს იკავებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, სსიპ იუ ...