ჯუბო ტურაშვილი და შალვა კიკნაველიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კორპორაციის მიერ ჩატარებულ სამუშაოებს გაეცნენ
07 ოქტომბერი, 2024
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსი ჯუბო ტურაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითთან „ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის (DN500) განშტოების 23-34 კმ-ზე მდინარის მარჯვენა ნაპირის გამაგრების სამუშაოებს გაეცნენ.
გაზსადენი, რომელიც დასავლეთ საქართველოს გაზმომარაგებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მდინარე სუფსასთან ახლოს მდებარეობს.
წლების განმავლობაში მდინარის ადიდების ხშირმა შემთხვევებმა, რომლებიც, მილსადენის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, სოფელ ძიმითის მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებსაც უქმნიდა საფრთხეს, მასშტაბური ნაპირსამაგრი დამბის აშენებისა და მილსადენის დამატებითი დაცვის საჭიროება შექმნა.
"ჩვენი ქვეყნის მაცხოვრებლების უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგება საქართველოს მთავრობის ერთ - ერთ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას წარმოადგენს. სოფელ ძიმითში სტიქიამ დააზარალა როგორც ინფრასტრუქტურა, ისე მოსახლეობა. ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ ხორციელდება ნაპირსამაგრი სამუშაოები, რათა სამომავლოდ მაგისტრალური მილსადენის დაზიანება თავიდა ...
გაიგეთ მეტი

სხვა სიახლეები
1 GEL = 2.7427 USD