საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვეს

03 ოქტომბერი, 2014
3 ოქტომბერს, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცის გენერალურმა დირექტორმა დავით თვალაბეიშვილმა კორპორაციის წარმატებული თანამშრომლები დააჯილდოვა.

90-მდე თანამშრომელს სიგელები სხვადასხვა პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის, პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და კორპორაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.