საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი განხორციელდება

24 აგვისტო, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა და გაერო-ს განვითარების პროგრამას (UNDP) შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც კორპორაციაში გაერო-ს პროექტის განხორციელებას ითვალისწინებს.
 
პროექტის მიზანია ნავთობისა და გაზის კორპორაციის ეფექტურობის გაზრდა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ენერგოსექტორის მდგრად განვითარებას და მის უსაფრთხოებას. პროექტის ძირითადი ამოცანებია: კორპორაციის რესურსების შეფასება და შესაბამისი განვითარების გეგმის დასახვა; კორპორაციის ბიზნეს-გეგმის ფორმულირება და ამისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელბა; ექსპერტებითა და საკონსულტაციო მომსახურებით უზრუნველყოფა.
 
პროექტის ხანგრძლივობაა 3,5 წელი. პორექტის ღირებულება - 6,5 მლნ დოლარი. პროექტი განხორციელდება თანადაფინანსების პრინციპით.
 
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის რობერტ ვოტკინსის განცხადებით, პროგრამისათვის მნიშვნელოვანია საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და აღნიშნული პროგრამაც უსაფრთხოებას შეუწყობს ხელს. "გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში ენერგეტიკის სფეროში უკვე დიდი ხანია სხვადასხვა პროექტებს ახორცილებს, მათ შორის ალტერნატიული წყაროების მიმართულებით, ისეთებს როგორიცაა ბიოგაზი, მზის, ქარის და ენერგიის გამოყენება" აღნიშნა უოტკინსმა. მისი განცხადებით, ნავთობი და გაზი ის რესურსებია, რომელსაც ქვეყანა ეყრდნობა, ამიტომ ამ სფეროში  კორპორაციასთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.