ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგების მიზნით მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო

16 სექტემბერი, 2007
ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგების მიზნით მაგისტრალური გაზსადენის 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უკვე დაიწყო. სამშენებლო სამუშაოებს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სუბ-კონტრაქტორ New Energy-სთან ერთად ახორციელებს.

უკვე გათხრილია 2,5 კმ-ის სიგრძის ტრანშია, პოლიათილენის მილები ჩალაგებულია 1,8 კმ-ზე. სამშენებლო სამუშაოები დეკემბრის დასაწყისში უნდა დასრულდეს. კონტრაქტორი ორ გაზის გამანაწილებელ პუნქტსაც დაამონტაჟებს, რაც შესაძლებელს გახდის გაზი უკვე ახალქალაქის რაიონის 7 სოფელმაც მიიღოს.

ახალქალაქის რაიონის გაზმომარაგება შეუძლებელი იყო, რადგან წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 90-იან წლებში შეჩერდა. გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება 6-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის შემდეგ შესაძლებელი გახდება.