საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აბაშა-სენაკის 29-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა

31 იანვარი, 2012
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აბაშა-სენაკის 29-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად კორპორაციას ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირს იწვევს.
პრეტენდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ ის აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციომოთხოვნებს - აქვს შესაბამისი საბრუნავი კაპიტალი საკონტრაქტო ფასის არანაკლებ 50%-ისოდენობით; ფლობს სათანადო ადამიანურ და მატერიალურრესურსს კონტრაქტის პირობის შესასრულებლად, მათ შორის,ჰყავს სათანადო კვალიფიკაციის ძირითადი პერსონალი და აქვს აღჭურვილობა.
პრედენდენტს ასევე, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ერთი პროექტის ფარგლებში უნდა ჰქონდეს აშენებული მინიმუმ 10 კილომეტრი სიგრძის 300 მმ დიამეტრის ან უფრო დიდი მილსადენი.მშენებლობის დასრულების ვადა განისაზღვრება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდანარაუგვიანეს 9 თვისა.
წინადადებები მიიღება 5 მარტის 11:00-დან 9 მარტის 18:00-მდე.
აბაშა-სენაკის 29-კილომეტრიანი მონაკვეთი ქუთაისი-სენაკის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის პირველი ეტაპია. ქუთაისი-სენაკის 80 კმ-იანი გაზსადენის მშენებლობა USAID-ის ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამის (PGI) ფარგლებში იგეგმება.
ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამას (PGI) USAID-ი საქართველოში 2010 წლიდან ახორციელებს. პროგრამის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მთავრობას მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია USAID-თან ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის 30-თვიანი პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს. უკვე აშენდა 30 კმ-იანი გაზსადენი სენაკიდან ფოთამდე