"საგურამო-ნავთლუღის" 50 კმ-იან საპროექტო მონაკვეთზე საკვლევ-საძიებო სამუშაოებში "ვნიპიტრანსგაზიც" აქტიურადაა ჩართული
23 ივლისი, 2008
მაგისტრალური გაზსადენის "საგურამო-ნავთლუღის" 50 კმ-იან მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოებს უახლოეს მომავალში უკრაინული კომპანია "ვნიპიტრანსგაზის" წარმომადგენლები დაიწყებენ. ამ მიზნით, უკრაინელმა სპეციალისტებმა, კორპორაციის საინჟინრო-ტექნიკური დეპარატამენტის ხელმძღვანელობასთან ერთად, გატარებული საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები დღეს ადგილზე დაათვალიერეს.
საგურამო-ნავთლუღის 50-კილომეტრიან მონაკვეთზე, ერთ თვეზე მეტია საპროექტო ტრასის და მიმდებარე ტერიტორიის გეოდეზიური და გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს. შედეგად მონაკვეთის გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა დერეფანი შეიცვალოს.
"ვნიპიტრანსგაზის" სპეციალისტები ჩატარებული სამუშაოების შესაჯამებლად კორპორაციაში სამი დღის განმავლობაში დარჩებიან. საპროექტო სამუშაოებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაცია 195 ათას დოლარს გაიღებს.
მაგისტრალური გაზსადენის საგურამო-ნავთლუღის მონაკვეთის მშენებლობა პროექტის "საგურამო - წითელი ხიდის" ნაწილია. აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა გარდაბანი-ნავთლუღის 30-კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობა.