მდინარე ლეხურას წყალქვეშა გადასასვლელის რეკონსტრუქცია დასრულდა

23 მარტი, 2016
„საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალური გაზსადენის კასპის განშტოებაზე მდინარე ლეხურას წყალქვეშა გადასასვლელის რეკონსტრუქცია დასრულდა.

წყალდიდობების შედეგად მდინარე ლეხურას ნაპირები 2002-2003 წლებში დაზიანდა და მოხდა მის კალაპოტში გაზსადენის წარეცხვა. გაზსადენის წარეცხვა უფრო გაიზარდა ბოლო წლებში და მილსადენის ჰაერში აღმოჩენის შედეგად აუცილებელი გახდა მდინარეზე გადასასვლელის რეკონსტრუქცია.

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაის“ მიერ, რეკონსტრუქციის პროექტის ფარგლებში, შეიცვალა დაახლოებით 280 მეტრი გაზსადენი, წყალქვეშა გადასასვლელზე მიწაში ჩაიდო 120 მეტრი სიგრძის დაბეტონებული მილი, ასევე, დამონტაჟდა ჩამკეტი ონკანი.

სხვა სიახლეები