კორპორაცია მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობას განახორციელებს

29 დეკემბერი, 2009
საქართველოს ათასწლეულის ფონდსა და დანიურ კომპანია "RAMBOL OIL & GAS A/S"-ის შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმადაც, დანიური კომპანია მიწისქვეშა გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოებს ჩაატარებს.

დაახლოებით, 3,4 მლნ აშშ დოლარის ხელშეკრულებას ხელი ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი აბდუშელიშვილმა და კომპანიის რეგიონულმა დირექტორმა ჰენრიკ იულიმ მოაწერეს.

ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები მოიცავს საქართველოში გაზსაცავის მშენებლობისთვის საჭირო სრულმასშტაბიან ტექნიკურ, გეოლოგიურ, გარემოსდაცვით, ეკონომიკურ, ფინანსურ, საკანონმდებლო და სხვა შესაბამისი საკითხების კომპლექსურ ანალიზსა და შესწავლას. სამუშაოები 12 თვის განმავლობაში განხორციელდება.

დღეს ასევე, გაფორმდა ხელშეკრულება ათასლწულის ფონდსა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის. ხელშეკრულების თანახმად, რომლის ღირებულებაც 450 000 აშშ დოლარს შეადგენს, კორპორაცია გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოების მართვასა და ზედამხედველობას განახორციელებს.

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ათასწლეულის ფონდის დაფინანსებით, წარმატებით განახორციელა ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის რეაბილიტაციის პროექტი. ამჯერად, ფონდი გაზსაცავის წინასამშენებლო დაპროექტების სამუშაოებს აფინანსებს, რაც ერთიანი ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ნაწილს წარმოადგენს", - განაცხადა აშშ-ის ელჩის მოადგილემ საქართველოში კენტ ლონგსდონმა.

ენერგოინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, საერთობიუჯეტით 49,5 მილიონი აშშ დოლარი, მიზნად ისახავდა ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზის მაგისტრალური მილსადენის იმდაზიანებული უბნების აღდგენას, რომლებიც სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებდა. ამ პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებულია 22 უბნისრეაბილიტაცია. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთვის დახმარების გაწევას მიწისქვეშა გაზსაცავის წინა-სამშენებლო დაპროექტებისა და კვლევების ჩატარებაში.