კორპორაციამ მოსახლეობის თხოვნით გაზსადენის მშენებლობის დროს დაზიანებული სოფლის გზა აღადგინა

07 დეკემბერი, 2012
საქრთველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდის მოსახლეობის თხოვნა გაითვალიწინა და გაზსადენის მშენებლობის დროს დაზიანებული სოფლის გზა აღადგინა.

სოფლის მოსახლეობამ კორპორაციას მიმდინარე წლის ივნისში მიმართა და საგურამო-ნავთლუღის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისას დაზიანებული, სოფელთან მისასვლელი გზის აღდგენა თხოვა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გადაწყვეტილებით, გზის აღდგენითი სამუშაოები ტენდერით შერჩეულმა კომპანია “Green Line”-მა შეასრულა.