07 December, 2012
საქრთველოს ნავთობის და გაზის კორპორაციამ მცხეთის რაიონის სოფელ მამკოდის მოსახლეობის თხოვნა გაითვალიწინა და გაზსადენის მშენებლობის დროს დაზიანებული სოფლის გზა აღადგინა.

სოფლის მოსახლეობამ კორპორაციას მიმდინარე წლის ივნისში მიმართა და საგურამო-ნავთლუღის მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისას დაზიანებული, სოფელთან მისასვლელი გზის აღდგენა თხოვა.

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გადაწყვეტილებით, გზის აღდგენითი სამუშაოები ტენდერით შერჩეულმა კომპანია “Green Line”-მა შეასრულა.