კორპორაციამ მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოები შეიძინა

28 ნოემბერი, 2014
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია მაგისტრალური გაზსადენების პროექტირება-მშენებლობისას მიწისქვეშა კომუნიკაციების დაფიქსირებას ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით შეძლებს. ხელსაწყო “გეორადარი“-ს დახმარებით შესაძლებელი გახდება საპროექტო არეალში არსებული მიწისქვეშა ობიექტების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა.

ახალი ხელსაწყოს შესაძლებლობებზე კორპორაციის თანამშრომელებმა 17-22 ნოემბერს თეორიულთან ერთად პრაქტიკული კურსიც გაიარეს. გარდა ამისა, კორპორაციის თანამშრომლებმა გაიარეს სწავლების კურსი მილსადენების მთლიანობის მონიტორინგის მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოების გამოყენებაზე.

ხელსაწყოების - DCVG, PCM და C- SCAN გამოყენებით შესაძლებელი იქნება მილსადენების საიზოლაციო საფარის დაზიანებული მონაკვეთების დაფიქსირება და მათი ხარისხის განსაზღვრა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ აღნიშნული ხელსაწყოები ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით შეიძინა