საერთაშორისო კონფერენცია ბაქოში

09 ივნისი, 2008
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. მე-15 საერთაშორისო გამოფენა-კონფერენციის "კასპიის ნავთობი და გაზი 2008" ორგანიზატორი კომპანია ITECA Caspian იყო და ის ბაქოში 3-6 ივნისს გაიმართა.

გამოფენაზე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია სტენდით იყო წარმოდგენილი.

მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობა 12%-ით მეტმა მონაწილემ - 33 ქვეყნის 380-მა კომპანიამ მიიღო.

როგორც გამოფენა-კონფერენციაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანი რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელმაც საკუთარი ნავთობსექტორის განვითარება შეძლო და არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვა ქვეყნების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასაც ახერხებს.

აზერბაიჯანული გაზის ევროპულ ბაზარზე გატანა, ქვეყნის პროექტ NABUCCO-ში ჩართვა, ოდესა-ბროდი-პლოცკი-გდანსკის პროექტი - ეს ის თემებია, რომლებზეც კონფერენციაზე იმსჯელეს.