გორის გაზმომარაგების აღდგენის პროცესი დღეიდან დაიწყება

25 აგვისტო, 2008
ქალაქ გორს გაზის მიწოდება დღეიდან აღუდგება. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი - გაზის ტრანსპორტირების კომპანიის და ადგილობრივი გაზგამანაწილებელი კომპანიის თანამშრომლებმა ქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელების მდგომარეობა შეამოწმეს, რათა აფეთქებების შედეგად დაზიანებული მილებიდან გაჟონვები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები გამოერიცხათ.

როგორც გორში დღეს ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, გაზგამანაწილებელი ქსელის ბუნებრივი აირის მიწოდება დღეს 7 ათას აბონენტს აღუდგება, ხოლო დანარჩენი აბონენტები გაზს უახლოეს დღეებში მიიღებენ.

"გორიგაზის" აბონენტთა რაოდენობა 13 ათასს შეადგენს. საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია გორის მცხოვრებლებს თხოვნით მიმართავს, რომ უსაფრთხოების მიზნით გაზმომარაგების აღდგენის დროს გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ

სხვა სიახლეები