GOGC-მ, SOCAR-მა და Romagaz-მა მემორნადუმი გააფორმეს

14 სექტემბერი, 2010
აზერბაიჯანის, საქართველოსა და რუმინეთის პრეზიდენტების შეხვედრის ფარგლებში, რომელიც AGRI-ს პროექტის მხარდასაჭერად გაიმართა ბაქოში, რამდენიმე დოკუმენტი გაფორმდა.

ერთ-ერთი ძირითადი დოკუმენტი - სამი ქვეყნის მიერ ერთობლივი საწარმოს შექმნისა და AGRI-ს პროექტის რეალიზაციისთვის ურთიერთგაგების მემორანდუმია, რომელსაც ხელი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიისა და რუმინული Romagaz-ის ხელმძღვანელებმა მოაწერეს ხელი.

როგორც აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ნატიგ ალიევმა განაცხადა, მმართველი კომპანია, რომელშიც SOCAR, GOGC და Romagaz, თითოეული 33,3%-იანი წილით შედიან, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადებასა და მისი რეალიზაციისთვის ფინანსების მოპოვებაზე იზრუნებენ.

შეხვედრაზე სამი ქვეყნის პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს პროექტის მნიშვნელობას ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და გამოთქვეს მოსაზრება, რომ AGRI მჭიდრო რეგიონალურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს.

АGRI (Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector)-ის მემორანდუმი 2010 წლის 13 აპრილს ბუქარესტში გაფორმდა. პროექტისაქართველოში გაზისგამათხევადებელი, ხოლო რუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალებისმშენებლობას ითვალისწინებს.