ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენს ახალ დერეფანში გადაიტანს

21 სექტემბერი, 2007
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 30-ე კილომეტრზე დაზიანებულ მონაკვეთს სხვა დერეფანში გადაიტანს.

500მმ-იანი მაგისტარალური გაზასადენი სამტრედიის რაიონში, სოფელ დაფნართან, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, წყლის დონის მატების გამო, 60-70 მეტრის სიგრძეზე გაშიშვლდა, რამაც მილის გაწყვეტის რელური საშიშროება წარმოშვა. საჭირო გახდა გაშიშვლებული გაზსადენის გადატანა კალაპოტიდან მოშორებულ მანძილზე, რაც უზრუნველყოფს გაზსადენის შეუფერხებელ და უსაფრთხო ფუნქციონირებას.

სამშენებლო სამუშაოების დროულად ჩასატარებლად კორპორაციამ მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება გააფორმა "საქჰიდროენერგომშენთან". კომპანია ახალი მილსადენისთვის გათხრის ტრანშეას და მილებს 1,5მ-ის სიღრმეზე ჩააწყობს. ახლადაშენებული მილსადენის დიამეტრი 530მმ-ია, ხოლო სიგრძე - 1,1კმ. "საქჰიდროენერგომშენი" სამშენებლო სამუშაოებს 25 დეკემბრამდე დაასრულებს. ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის 30-ე კილომეტრზე დაზიანებული მონაკვეთის სხვა დერეფანში გადაიტანის სამუშაოებისთვის ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 1 200 000 ლარი გამოყო.