ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ორი ახალი თანამედროვე ხელსაწყო შეიძინა

08 თებერვალი, 2009
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ფარგლებში ორი ახალი თანამედროვე ხელსაწყო შეიძინა: გრუნტის წინაღობის მზომი და მონაცემთა ბაზის სერვერი.

გრუნტის წინაღობის მზომი Megger DET4TCR/2 გამოიყენება ყველგან, სადაც საჭიროა ნიადაგის წინაღობის გაზომვა. კერძოდ, მილსადენების ანტიკოროზიული დაცვის სისტემებზე, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებთან ან მიწისქვეშა კაბელების გადაკვეთაზე. ხელსაწყო საინჟინრო-ტექნიკური დეპარტამენტს გადაეცა.

მონაცემთა ბაზის ახალი სერვერი განკუთვნილია გეოინფორმაციული სისტემისთვის. ეს სისტემა გააიოლებს არსებული მილსადენების და მათ გასწვრივ მდებარე გასხვისების ზოლის კონტროლს, ხელს შეუწყობს გაზსადებებზე დაზიანების უფრო სწრაფად აღმოფხვრას; გარდა ამისა, იგი გამოიყენება ახალი ტრასების დაპროექტებისთვის.