საქართველოს ენერგეტიკოსის დღე ზაჰესის კაშხლის ტერიტორიაზე აღინიშნა
17 სექტემბერი, 2026
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, ენერგეტიკოსის პროფესიული დღე 24-ედ აღინიშნა.
ღონისძიება წელს, ისტორიული და სიმბოლური მნიშვნელობის - ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის ტერიტორიაზე ჩატარდა, რომელსაც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალური დირექტორი ეკატერინე სისაური, სექტორის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო.
დარგის წარმომადგენლებს პროფესიული დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიულოცეს და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაესვა ენერგეტიკის, როგორც ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგის სტრატეგიულ მნიშვნელობასა და მისი განვითარების პერსპექტივებს.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქვეყნის ენერგეტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სექტორის გამორჩეულ წარმომადგენლებს ჯილდოები გადასცა. მათ შორის, დაჯილდოვდა საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კომერციული დეპარტამენტის გაზის სამსახურის უფროსი გრიგოლ კაპანაძე.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია პროფესიულ დღეს ულოცავს თითოეულ ენერგეტიკოსს!