გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი
17 იანვარი, 2014
საპარტნიორო ფონდისა და სს “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” დაფინანსებით გარდაბანში დღეს 230 მგვ სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.
მშენებლობის დაწყების საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ, მთავრობის წევრებმა, პარლამენტარებმა, თურქეთიდან მოწვეულმა სტუმრებმა და საქართველოში აკრედიტირებულმა დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებმა.
“ეს არის მართლაც უპრეცედენტო პროექტი. ასეთი დიდი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის მშენებლობა შეიძლება ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ახალ ეტაპად“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი განცხადებით, ენერგეტიკის განვითარება საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და საქართველოს სიძლიერის, მოსახლეობის კეთილდღეობის საწინდარია.
როგორც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა ქვეყნის დამოუკიდებლობის ტოლფასია, სადგურის მშენებლობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის. „აქედან მიღებული ელექტროენერგია შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამ ყველაფერს დავუკავშირებ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა მინისტრმა.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგური, რომელიც ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოდან შევა, აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის „ჯენერალ ელეკტრიკის“ უახლესი ტურბინებით და ადგილობრივ ბაზარს დამატებითი ელექტროენერგიით მოამარაგებს. დამატებით, ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში პრობლემის წარმოშობის შემთხვევაში, გარდაბნის სადგური უმოკლეს ვადებში უზრუნველყოფს სისტემის ელექტრონერგიით უწყვეტ მომარაგებას.
გარდაბნის კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის მარგი ქმედების კოეფიციენტი საქართველოში არსებული ბუნებრივ აირზე მომუშავე სხვა თბოელექტროსადგურებისგან განსხვავებით თითქმის ორჯერ უფრო მაღალი და უფრო ეკონომიური იქნება. მსგავსი მასშტაბის ენერგეტიკული პროექტი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად ხორციელდება, რის გამოც მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. გარდაბნის თბოელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იქნება ენერგეტიკულ სისტემაში ყველაზე საიმედო რეზერვი, რომელიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას კიდევ უფრო გაამყარებს.
პროექტის საინვესტიციო ღირებულება 220 მლნ. აშშ დოლარია. იგი ფინანსდება საპარტნიორო ფონდისა და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ მიერ, ხოლო სადგურის მშენებლობას უმსხვილესი თურქული კომპანია - ÇALIK ENERJİ ახორციელებს.