საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლებმა სოფელ ბერეთისას სკოლის ეზოში ხის ნერგები დარგეს
აღნიშნული აქტივობა უკავშირდება კორპორაციის მიერ დაგეგმილ პროექტს — აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის „ხაშური-ზესტაფონის“ ახალი, 36-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას.
ენერგეტიკული პროექტების განხორციელებასთან ერთად, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გარემოსდაცვით საკითხებს და საქმიანობის არეალის მიმდებარედ გამწვანების აქტივობებს რეგულარულად ახორციელებს, რაც ხელს უწყობს მწვანე საფარის აღდგენასა და ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას.
გამწვანების აქცია კორპორაციის გენერალური დირექტორის, ეკატერინე სისაურის ინიციატივით გაიმართა. ღონისძიებაში კორპორაციის ხელმძღვანელ პირებთან და თანამშრომლებთან ერთად, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, ადგილობრივი მოსახლეობა და სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.