კომპანია BP-მ საქართველოში საქმიანობის 30 წლის იუბილე შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა

15 ივნისი, 2026
კომპანია BP-მ საქართველოში საქმიანობის 30 წლის იუბილე შემაჯამებელი ღონისძიებით აღნიშნა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ინგა ფხალაძესთან ერთად ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი, ეკატერინე სისაური დაესწრო.

ეკატერინე სისაურმა ბრიტანული მულტინაციონალური კომპანიის გუნდს მადლობა გადაუხადა საქართველოში მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის, ხაზი გაუსვა კომპანიის მიერ ქვეყანაში დანერგილ მაღალ საერთაშორისო სტანდარტებს, უსაფრთხოების გაძლიერებასა და ადგილობრივი კადრების პროფესიულ განვითარებას. აღნიშნა, რომ BP-ის მხარდაჭერით ქვეყანაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის, ბაქო–სუფსის (WREP), ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიური მილსადენის (SCP), რომელთა წარმატებულმა ოპერირებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს, როგორც საიმედო სატრანზიტო დერეფნის პოზიციების განმტკიცებასა და ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაში.

ღონისძიებას საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ხელმძღვანელი პირები და სხვა სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ