თორნიკე გოცირიძე დაიბადა 1963 წლის 8 ივნისს თბილისში.
1979-1984 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი)
1986-1990 - საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის ასპირანტურა (ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი)
- 2018-დღემდე სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, დირექტორი კომერციულ საკითხებში;
- 2015-2018 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, კომერციულ საკითხებში დირექტორის მოადგილე;
- 2013-2015 - სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“, კომერციული დეპარტამენტის უფროსი;
- 2012 – 2013 ევროკომისიის მიერ ორგანიზებული ტექნიკური პროექტების მონიტორინგის მისიების ხელმძღვანელი უკრაინაში, მოლოდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და ეგვიპტეში;
- 2008 – 2012 - Advanced Engineering Associates International Inc. (AEAI), საქართველოს ფილიალის დირექტორი, USAID-ის მიერ დაფინანსებული „საქართველოს ენერგეტიკის შესაძლებლობების გაუმჯობესების“ პროექტის მენეჯერი;
- 2004 - ნავთობის ეროვნული კომპანია „საქნავთობი“, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
- 2002-2004 - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, უფროსის პირველი მოადგილე;
- 1999 – 2001 - საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტო, უფროსის მოადგილე ნავთობისა და გაზის ოპერაციების, გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების დარგში;
- 1996-2018 - ევროკომისიის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამა, ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტების მონიტორინგისა და შეფასების ექსპერტი;
- 1984-1999 - საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.