მდგრადი განვითარება

ჯანდაცვა და უსაფრთხოება

ჯანმრთელობის დაცვისა და შრომის უსაფრთხოების ეფექტური პოლიტიკის არსებობა მნიშვნელოვანია კორპორაციისათვის. საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კორპორაციის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წამოადგენს დასაქმებული პერსონალისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

კორპორაცია ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, არსებული და მოსალოდნელი საფრთხეების, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემცირებას/თავიდან აცილებას. 

აგრეთვე, პერიოდულად ხორციელდება დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება და პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და მათი თავიდან აცილების მეთოდების შესახებ ინფორმირება.