მდგრადი განვითარება

გარემო

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გარემოსდაცვითი პოლიტიკა გულისხმობს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით გამართლებულ და მდგრად განვითარებას.

კორპორაციის თითოეული პროექტი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც გულისხმობს გარემოს თითოეული კომპონენტის დეტალურ შესწავლას, განისაზღვრება პროექტის მშენებლობისა და ექსპლუატაციის შედეგად გარემოსდაცვითი კუთხით შესაძლო ზემოქმედებები, იგეგმება ამ ზემოქმედებების შემარბილებელი ღონისძიებები.

კორპორაციის მიზანია მინიმუმამდე შეამციროს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედება, რისთვისაც მუდმივად ზრუნავს საკუთარი გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაუმჯობესებაზე, არსებული პროცედურებისა და გეგმების მუდმივ განახლებაზე და თანამედროვე სტანდარტების დანერგვაზე. კორპორაცია ავალდებულებს მის ყველა მშენებელ კონტრაქტორს და ქვეკონტრაქტორს, აწარმოონ სამუშაოები ქვეყანაში მოქმედი გარემოსდაცვითი სტანდარტების სრული დაცვით და კორპორაციის გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესაბამისად.




 

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში


გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვა - სს " საქართველოს ნავთობისა და

გაზის კორპორაციის" მიერ აღმოსავლეთ - დასავლეთის მაგისტრალური

გაზსადენის "ხაშური - ზესტაფონის" მონაკვეთის 0-36 კმ-ის მშენებლობა

და ექსპლუატაცია

 

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ის ანგარიშის საჯარო განხილვების დრო და ადგილი:

  • 2026 წლის 21 მაისი, 13:00 საათი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ.

მანდაეთის ადმინისტრაციულ ერთეულის შენობა;

  • 2026 წლის 21 მაისი, 16:00 საათი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა

ბერეთისას ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

  • 2026 წლის 22 მაისი, 11:00 საათი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფ.

კორბოულის იუსტიციის სახლის შენობა.



პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://ei.gov.ge/ka/info/0c401664-f34f-4d9a-9a4f-7034d5dd9713