კორპორაციისაგან ნავთობს შპს "ზდ ნავთობკომპანია" შეიძენს

13 მარტი, 2015
სს “საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ დღეს ნავთობის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონი გაიმართა და გამარჯვებული გამოვლინდა.

აუქციონში შპს "ზდ ნავთობკომპანიამ" გაიმარჯვა და ერთი ბარელი ნავთობის ყიდვისთვის კორპორაციას 8.7 აშშ დოლარის ფასდაკლება შესთავაზა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ 21 000 ტონამდე Georgian Light და Georgian Heavy ტიპის ნედლ ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი 2015 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა.