ყაზბეგში კორპორაციის ახალი ადმინისტრაციული ოფისი შენდება

24 ოქტომბერი, 2025

ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე სისაურმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშაში, ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილი კომპანიის  „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ მფლობელობაში არსებული ოფისის მშენებლობა მოინახულა.

ახალი შენობა ძველ, ამორტიზებულ ნაგებობას ჩაანაცვლებს. იგი დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და აღიჭურვება ყველა იმ საჭირო ინვენტარით, რაც მისი გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.

მიმდინარე სამუშაოებს, ეკატერინე სისაურთან ერთად, აგრეთვე გაეცნენ „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ დირექტორი გიორგი კიკვაძე და ნავთობისა და გაზის კორპორაციის დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე.