“წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500 მმ დიამეტრის 24 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდა

24 აპრილი, 2014

სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“   სამხრეთის მაგისტრალური  გაზსადენის „წითელი ხიდი-მარნეულის’’ 500მმ დიამეტრის 24 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა. 

წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის გაზსადენი  1978 წელს აშენდა.   აღნიშნული გაზსადენის ზოგიერთ მონაკვეთზე განვითარებული კოროზიის შედეგად საფრთხის წინაშე დადგა  გაზსადენის ექსპლუატაციის საიმედოობა. შესაბამისად გადაწყდა, რომ მაგისტრალური გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციისათვის მილსადენის წითელი ხიდი-მარნეულის მონაკვეთზე ახალი გაზსადენი აშენდება.

პროექტის  სავარაუდო ღირებულებაა 4.130.000.00 ლარია. ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი კორპორაციაში 2014 წლის 14 მაისამდე უნდა წარმოადგინონ.

სხვა სიახლეები