"ვნიპიტრანსგაზმა" ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაასრულა

20 თებერვალი, 2009
უკრაინულმა საპროექტო ორგანიზაცია "ვნიპიტრანსგაზმა" მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტზე მუშაობა დაასრულა.

15-ტომიანი დოკუმენტი, რომელშიც გათვალისწინებულია ქართველი ექსპერტების მიერ გამოთქმული შენიშვნები, უკვე კორპორაციის ტექნიკურ დეპარტამენტშია.

უახლოეს მომავალში მაგისტარლური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იან მონაკვეთზე დაიწყება საველე სამუშაოები. კერძოდ, სამშენებლო ნებართვების აღების პროცედურები. მოგვიანებით, შერჩეული იქნება ის კომპანია, რომელიც აღნიშნულ მონაკვეთზე მშენებლობას დაიწყებს. სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2010 წელს იგეგმება.

მაგისტრალური გაზსადენის ნავთლუღი-საგურამოს 50 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა პროექტ ”საგურამო - წითელიხიდის” მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე 2007 წელს უკვე აშენდა გარდაბანი-ნავთლუღის 30 კმ-იანი მონაკვეთი.