მდინარე ჩელთიზე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის სატენდერო ეტაპზე ორი კომპანია გადავიდა

01 ივნისი, 2011
მდინარე ჩელთიზე 4-5 მგ/ვ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის შემდეგ სატენდერო ეტაპზე შპს "ფერი" და STucky Ltd გადავიდნენ.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის შვილობილმა "საქართველოს მწვანე ენერგიის განვითარების" კომპანიამ ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში, მდინარე ჩელთიზე 4-5 მგვ ჰიდროელექტროსადგურის პროექტირებასა და მშენებლობაზე ინტერესთა გამოხატვა 2 მაისს გამოცხადდა.

გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელიც 25 ივლისს დასახელდება, თავად უნდა უზრულნველყოს ჰიდროელექტროსადგურისათვის საჭირო კვლევითი, საინჟინრო და შესყიდვის სამუშაოები.

პროექტის ღირებულება, წინასწარი გათვლებით 5-6 მლნ აშშ დოლარია.