აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი განიხილეს

14 სექტემბერი, 2011
12-13 სექტემბერს აბაშასა და სენაკში, აბაშა-სენაკის გაზსადენის 29 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობისათვის საჭირო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განხილვა გაიმართა.

ნავთობის და გაზის კორპორაციის წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრაზე გაზსადენის მშენებელობისას საჭირო განსახლების პოლიტიკაზე, გარემოს ზემოქმედებასა და გაზმომარაგების საკითხებზე იმსჯელეს.

განხილვის შემდეგ მომზადდება დოკუმენტი და გარემოს დაცვის სამინისტროს წარედგინება გაზსადენის მშენებლობის ნებართვის მისაღებად.

აბაშა-სენაკის 700 მმ-იანი გაზსადენის მშენებლობა დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოაწერილი ხელშეკრულების ფარგლებში, რომელიც ენერგოუსაფრთხოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. გაზსადენის მშენებლობა 2012 წლის გაზაფხულზე დაიწყება.