ნავთობისა და გაზის კორპორაციის თანამშრომლები კონფლიქტის ზონიდან დევნილებს დაეხმარნენ

16 აგვისტო, 2008
გურჯაანის რაიონში განთავსებული დევნილებისათვის კორპორაციის თანამშრომლებმა პირველი დახმარება ჩაიტანეს. რვა ათასი ლარის ღირებულების საკვები პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები 500 ოჯახისთვისაა განკუთვნილი. სოფელ ბაკურციხეში საბავშო ბაღის შენობაში ჩასახლებულ 67 დევნილს კორპორაციის თანამშრომლებმა დახმარება პირადად გადასცეს. დახმარების ნაწილი კი გურჯაანში მდებარე საწყობში დასაწყობდა, საიდანაც კახეთის სხვა რაიონებში ჩასახლებულ დევნილებზე განაწილდება.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარემ კახა ლაბუციძემ კორპორაციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ეს არის პირველი ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც რეგიონში მცხოვრები 10 000-მდე დევნილისთვის კახეთმა მიიღო.