„თელავი-ახმეტის“ გაზსადენის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებაზე ტენდერი გამოცხადდა

14 მარტი, 2016
“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” კახეთის მაგისტრალური გაზსადენის ,,თელავი-ახმეტის’’ 300მმ დიამეტრის 27კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა-რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა.

აღნიშნული მონაკვეთის „თელავი-ახმეტის“ 27კმ-იანი მონაკვეთის 300მმ დიამეტრის ახალი მილსადენის მშენებლობა მაგისტრალური გაზსადენის კახეთის განშტოების რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოთა ფარგლებშია დაგეგმილი. პროექტის დასრულების შემდეგ, 2016 წლის ბოლოს, გაზსადენის აღნიშნულ მონაკვეთზე 1976 წელს აშენებული 200მმ დიამეტრის ამორტიზებული მილები სრულად შეიცვლება.

300მმ დიამეტრის 27კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის შესყიდვის ღირებულება, დღგ-ის გარეშე, 2 787 033 ლარს შეადგენს. სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადა 4 აპრილს იწურება.