თბილისში ხელი მოეწერა პროტოკოლს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ

12 მაისი, 2010
სასტუმრო "თბილისი მერიოტში" 2010 წლის 12 მაისს გაიმართა მინისტერიალი, სადაც საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, რუმინეთის ეკონომიკის, ვაჭრობისა და ბიზნეს-გარემოს მინისტრის და აზერბაიჯანის მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრის მიერ ხელი მოეწერა პროტოკოლს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების შესახებ.

ერთობლივი კომპანია ბუქარესტში, 30 დღის განმავლობაში დაფუძნდება, რომელიც ინტერკონექტორის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე იმუშავებს.

საქართველოს ენერეგტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური: პროექტი, რომელიც ითვალისწინებს შავ ზღვაზე, საქართველოში გაზის გამათხევადებელი ტერმინალის, ხოლო რუმინეთში - რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას, მნიშვნელოვანია ენერგოდივერსიფიკაციის თვალსაზრისით. ეს არის "ნაბუქოს" თანმდები პროექტი და არა ალტერნატიული "ნაბქკო".პროექტი გააძლიერებს ენერგოუსაფრთხოებას და უფრო დივერსიფიცირებულს გახდის გაზის მიწოდებას ევროპის ქვეყნებისთვის.

მინისტერიალზე მხარეები განიხილავენ სამი ქვეყნის ენერგეტიკული თანამშრომლობის საკითხებს, მათ შორის, ბუქარესტში 2010 წლის 13 აპრილს ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის შესრულების მიმდინარეობას. კერძოდ, აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის შემდგომი რეალიზაციის ასპექტებს. მინისტერიალის ფორმატში მხარეები განიხილავენ აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის დაფუძნების საკითხს.

13 აპრილს ბუქარესტში, მხარეებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს"გათხევადებული ბუნებრივი გაზის და მისი ტრანსპორტირების სფეროშითანამშრომლობის შესახებ", რომელიც ითველისწინებს საქართველოშიგაზის გამათხევადებელი, ხოლორუმინეთში რეგაზიფიკაციის ტერმინალების მშენებლობას.